Belive

ივან რაკიტიჩი: "სევილიაში მესისთვის ადგილს ნამდვილად ვიპოვნით" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
აწ უკვე "სევილიას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "ბარსელონა" დატოვა და ძველ გუნდში დაბრუნდა, ყოფილი თანაგუნდელის ლიონელ მესის მომავლის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. "მესისთვის "სევილიაში" ადგილს ვიპოვით, ამის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. არა, სერიოზულად რომ ვთქვა, ძალიან მახარებს ამ კლუბის ზრდა და წინსვლა. ჩვენ მუდმივად თავმდაბლები ვართ და ეს ფაქტი ძალიან მიზიდავს.  მინდა ვიშრომო და ვიბრძოლო იმისთვის, რომ "სევილია" კიდევ უფრო გაძლიერდეს. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას", - თქვა ხორვატმა ფეხბურთელმა. რაკიტიჩმა და მესიმ "ბარსაში" ერთად 6 წელი გაატარეს და 4-ჯერ ლა ლიგა, 4-ჯერ კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები