Belive

ივან რაკიტიჩი: "სევილიის ფორმის ხელმეორედ მორგება ჩემი ოცნებაა..."

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" და ხორვატიის ნაკრების 31 წლის ფეხბურთელმა - ივან რაკიტიჩმა ესპანურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ოცნება "სევილიაში" დაბრუნება და "სევილიას" ფორმის ხელმეორედ მორგებაა. "დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუ მექნა შესაძლებლობა და მექნება შემოთავაზება, რომ მე კვლავ დავბრუნდე ანდალუზიურ კლუბში დიდი სიამოვნებით წავალ. რაც "ბარსელონას" რიგებში ჩავირიცხე, იმის შემდეგ ყოველწლიურად ვაკვირდები ჩემი ყოფილი კლუბის (სევილიას) თამაშს და მიხარია, რომ ისინი ყოველწლიურად იზრდებიან. ვნახოთ რა იქნება სამომავლოდ". - განაცხადა ივან რაკიტიჩმა. ყოფილ კლუბში დაბრუნების გარდა მან "ბარსელონაში" მის მომავალზეც ისაუბრა: "არავინ იცის რა იქნება მომავალში. ახლა ბარსელონაში თავს კარგად ვგრძნობ და ვიღებ დიდ გამოწვევებს. აქ თამაშით დიდ სიამოვნებას და გამოცდილებას ვიღებ, "ბარსელონასგან" მაქვს შემოთავაზება მომავალში თანამშრომლობაზე, რომელზეც აუცილებლად დავფიქრდები და თუ რა იქნება მომავალში ამას ყველა ერთად გავიგებთ". 

სხვა სტატიები