Belive

ჯაბა ჯიღაურმა ევროპულ ტურნირებზე უნიკალური შედეგი დააფიქსირა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯაბა ჯიღაურმა ევროპულ საკლუბო ტურნირებზე უნიკალური შედეგი დააფიქსირა. "დინამო ბათუმის" 29 წლის ნახევარმცველი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი დღეს მოქმედ სამივე ევროტურნირზე გაიტანა. ჯაბამ 2013/14 წლების სეზონში "ჩიხურას" მაისურით თავი ევროპა ლიგაზე გამოიჩინა, 2016/17-ში კი "დინამო თბილისის" რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. რამდენიმე დღის წინ კი ჯიღაურმა კონფერენს ლიგაზე, "დინამო ბათუმში", "ტრე პენეს" კარიც აიღო. შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა სან მარინოს წარმომადგენელს 4:0 მოუგო, საპასუხო შეხვედრა ბათუმში 15 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები