Belive

ჯაბა კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა. ლიგა 2-ში მოასპარეზე "ვალენსიენის" ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ნახევარმცველი ოფიციალურად წარადგინა. კლუბის ვებ-გვერდის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. 2021 წლის ივნისამდე, "ტობოლის" ყოფილი ლიდერი ფრანგულ კლუბში 6-ნომრიან მაისურს მოირგებს. საქართველოს ეროვნულ გუნდში 93 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი საფრანგეთში ბოლოს, 2015-17 წლებში თამაშობდა, როცა ლიგა 1-ის ბინადარი "რეიმსის" მაისურს ირგებდა. კანკავას ახალი გუნდი რანგით მეორე ფრანგულ დივიზიონში გამართული 19 ტურის შემდეგ, 24 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები