Belive

ჯაბა კანკავა - საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი კაპიტანი!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ეროვნული გუნდის რეკორდსმენი გახდა. საქართველოს 7-იანმა ეროვნულ გუნდს უკვე 51-ე შეხვედრაში უკაპიტნა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ეს ეროვნული ლიგის C დივიზიონის მეორე ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ფრე - 1:1 ითამაშა. აქამდე, რეკორდი "მილანის" ყოფილ ცენტრალურ მცველს კახა კალაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც ნაკრები მოედანზე კაპიტნის სამკლაურით 50-ჯერ გაიყვანა. "ტობოლის" ნახევარმცველს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2004 წელს, ალბანეთის წინააღმდეგ, 2:0 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა და მას შემდეგ "ჯვაროსნების" მაისური 87 მატჩში მოირგო, 10 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები