Belive

ჯაკამ კრიტიკოსები დაადუმა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გავლენიანი უცხოური მედიაგამოცემები წერენ, რომ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა, ძალიან ბედნიერია იმით, რომ მის მიმართ ანთებული კრიტიკის ქარ-ცეცხლი ძალიან სწრაფად ჩააქრო. მას შემდეგ, რაც 13 დეკემბერს "არსენალისა" და "ბარნლის" შეხვედრაში შვეიცარიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს, მან პირველი შეხვედრა ითამაშა და შესანიშნავი პერფორმანსიც შესთავაზა მაყურებელს. 26 დეკემბერს, პრემიერ ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში ლონდონური დერბი შედგა, სადაც "არსენალმა" "ჩელსის" უმასპინძლა. შეხვედრა "მეთოფეების" გამარჯვებით, ანგარიშით - 3:1 დასრულდა. შეხვედრის 44-ე წუთზე ჯაკამ შესაშნავი ჯარიმის გატანა მოახერხა. გრანიტ ჯაკას უზადოდ შესრულებული ჯარიმა ჩელსის წინააღმდეგ (ვიდეო)
"მას შემდეგ, რაც "ბარნლისთან" შეხვედრაში მოედნიდან გამაძევეს, უამრავმა ადამიანმა დაიწყო ჩემი კრიტიკა თანაც შეუჩერებლად და შეუჩერებლად..." "ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო გუნდმა იმ წითელი ბარათით, რომელიც მე მივიღე, თუმცა უბედნიერესი ვარ, რომ მოედანზე დაბრუნებისთანავე გუნდს თამაშის მოსაგებად გოლით დავეხმარე"
xhaka-red-card-arsenal-2020_1iu557k1qt3d21evh70j5emkgr

"ყველამ ვიცოდით, რომ შეხვედრა საკმაოდ რთული იქნებოდა, თუმცა ვიყავით მოტივირებულები იმაზე, რომ ამ შეხვედრიდან ქულის გარეშე არ უნდა წამოვსულიყავით" "მომდევნო შეხვედრებიც საკმაოდ რთული იქნება, თუმცა მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ", - აცხადებს გრანიტ ჯაკა. მომდევნო შეხვედრას ლონდონის "არსენალი" ბრაიტონის წინააღმდეგ, 29 დეკემბერს გამართავს.  

სხვა სტატიები