Belive

ჯანლუიჯი დონარუმა: "თუ გსურთ ყველაფერი მე დამაბრალოთ, არაუშავს, მე კაპიტანი ვარ და ყველაფერს ავიტან"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალია გერმანიასთან სტუმრად 5:2 დამარცხდა. 1957 წლის შემდეგ იტალიამ პირველად გაუშვა 5 გოლი. იტალიის 23 წლის კარის დარაჯს, ჯანლუიჯი დონარუმას, საშინელი საღამო ჰქონდა. მან  გადამწყვეტი შეცდომა დაუშვა მეორე ტაიმში, მეკარის პასი, კრისტანტეს მიმართულებით, არაზუსტი აღმოჩნდა და ეს მომენტი საბოლოოდ გოლით დასრულდა. ევრო 2020-ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ამ შეცდომის შემდეგ. მატჩის შემდეგ, ჟურნალისტმა "რეალის" წინააღმდეგ დაშვებული შეცდომაც გაახსენა დონარუმას, რამაც ახალგაზრდა მეკარე გააბრაზა:
" როდის მოხდა ეს, ადრე? თუ გსურთ ყველაფერი მე დამაბრალოთ, არაუშავს, მე კაპიტანი ვარ და ყველაფერს ავიტან. ვფიქრობ, თქვენ ყველა ცდილობთ შეცდომის გაბუქებას."
 

სხვა სტატიები