Belive

"ტალანტი, რომელიც უნდა დავაფასოთ," - ჯანლუკა დი მარსიო ხვიჩას შესახებ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ტალანტი უკვე გავლენიანმა ჯანლუკა დი მარსიომაც აღიარა. გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც აუცილებლად უნდა დავაფასოთ.
"1300 დღე - დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოს გოლი გაიტანა. კვირას, ესპანეთის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ეს სერია შეწყვიტა, თუმცა ეს საბოლოო შედეგისთვის საკმარისი არ გამოდგა. სამაგიეროდ, ქართული ფეხბურთის მომავლისთვის ეს გოლი მნიშნველოვანი იყო. ხვიჩა, რომელიც 2001 წელს დაიბადა, პირველი 21-ე საუკუნეში დაბადებული ფეხბურთელია, რომელმაც რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშა. კვარაცხელია ვინგერია, რომელსაც ორივე ფეხით თამაში 4-3-3 და 4-2-3-1 ტაქტიკებში შეუძლია. ხვიჩა ფიზიკურად ძლიერია, მისი სათამაშო ფეხი კი მარჯვენაა, თუმცა სუსტი ფეხითაც ძალიან ეფექტურია ქართველ ფეხბურთელს ფეხებში დიდი ძალა აქვს, ეს ძალა კი შესანიშნავ აჩქარებაში გადაიქცევა. კვარაცხელია დაჯილდოებულია ბრწყინვალე ტექნიკით და გამორჩეულია არაპროგნოზირებადი მანევრებით. 20 წლის ქართველს გასაუმჯობესებელი დაცვაში თამაში აქვს," ფასი? 25 მილიონი ევრო. "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს, თუმცა უკვე არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო," - წერს დი მარსიო.
.

სხვა სტატიები