ჯანო ანანიძე: “ხვიჩას არაერთი შემოთავაზება აქვს, თუმცა ნაპოლიში უნდა დარჩეს…”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა – ჯანო ანანიძემ, ცნობილ რუსულ სპორტულ გამოცემასთან “Sport-Express”-სთან, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“მე ვიცი, რა ვარიანტები აქვს მას. დიახ, ეს არის ტოპ ინგლისური კლუბები. მაგრამ ვფიქრობ, რომ კვარა “ნაპოლიში” მინიმუმ კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს: მოიგოს იტალიის ჩემპიონატი და ყველას დაუმტკიცოს, რომ იგი საუკეთესოა. შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში უნდა წავიდეს.

კვარაცხელიას შეუძლია, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მას ამისთვის აბსულუტურად ყველაფერი აქვს.

ჯერჯერობით საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი კახა კალაძეა, რომელსაც 2 ჩემპიონთა ლიგის თასი აქვს მოგებული”.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა 2022 წელს, 29 წლის ასაკში დაასრულა. კარიერის განმავლობაში ძირითადად რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, კარიერის ბოლო წლებში კი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა.

ჯანო ანანიძე: “ხვიჩას არაერთი შემოთავაზება აქვს, თუმცა ნაპოლიში უნდა დარჩეს…”

სტატიის ავტორი
-