Belive

ჯანო ანანიძე თურქულ გუნდთან დააკავშირეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" ტოვებს. ქართველ ფეხბურთელს რუსულ კლუბში ბევრს არ ათამაშებენ. 27 წლის ნახევარმცველს სურს, რომ მარტის ნახევარფინალებს კარგ ფორმაში შეხვდეს. რუსული მედიის თანახმად, "სპარტაკი" ჯანოს იჯარის გაშვებას აპირებს. ადრე დაიწერა, რომ მოსკოველები ანანიძეს ტულას "არსენალში" გაანათხოვრებდნენ, ახლა კი, ქართველ ფეხბურთელს თურქული ვარიანტი გამოუჩნდა. Yeniakit.com-ის ინფორმაციით, ჯანოს გადაბირებით "დენიზილსპორი" დაინტერესდა. "დენიზლისპორის" ხელმძღვანელობამ მოლაპარაკება დაიწყო მოსკოვის "სპარტაკის" 10-იან, ჯანო ანანიძესთან. რუსები თანახმანი არიან, რომ ფეხბურთელის ხელფასის ნახევარი კვლავ გადაიხადონ," - ნათქვამია თურქული გამოცემის განცხადებაში. "დენიზლისპორი" თურქეთის სუპერლიგაში მე-11 ადგილს იკავებს. გუნდს 16 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს და ევროტურნირების ზონამდე 7 ქულა აშორებს.

სხვა სტატიები