Belive

ჯანო ანანიძემ გუნდი ოფიციალურად შეიცვალა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, ჯანო ანანიძე, კარიერას რუსულ "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს - 26 წლის ნახევარმცველი ახალ გუნდში იჯარის წესით მიმდინარე წლის ბოლომდე ითამაშებს. "კრილია სოვეტოვში" ჯანოს მთავარი მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი იქნება - მონტენეგროელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ანანიძე "როსტოვში" 2013/2014 წლების სეზონში თამაშობდა. "კრილია სოვეტოვსა" და მოსკოვის "სპარტაკს" შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ჯანოს "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ექნება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ჯანო ანანიძის სახელი ჰოლანდიურ "ვიტესს" უკავშირდებოდა. ანანიძის თქმით, მას ძალების მოსინჯვა ევროპაში სურდა და "ვიტესში" ტრანსფერისთვის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზეც თანახმა იყო. თუმცა როგორც ცნობილია, ანანიძეს საბუთებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რის გამოც ტრანსფერი არ შედგა.

სხვა სტატიები