Belive

ჯანო ანანიძემ სპარტაკი დატოვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
11-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა. საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველის რუსული კლუბიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას Championat.com-ი ავრცელებს. ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომ ქართველი ფეხბურთელი იჯარის წესით თურქეთის სუპერლიგაში გადაბარგდებოდა, მოსკოველთა გენერალურმა დირექტორმა ტომას ცორნმა კი დაადასტურა, რომ ნახევარმცველმა გუნდის დატოვება განიზრახა. ანანიძე "სპარტაკის" მთავარ გუნდში 2009 წლიდან ირიცხება. მას მერე ქართველი ორჯერ გაანათხოვრეს: "როსტოვში" და "კრილია სოვეტოვში". თეთრ-წითლების მაისურით ანანიძემ 146 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა, 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, რუსეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები