Belive

ჯანო ანანიძემ სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯანო ანანიძის კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ხელშეკრულება ორმაგი შეთანხმების საფუძველზე შეჩერდა. ჯანო ანანიძე "სპარტაკში" 2009 წლიდან თამაშობდა. 27 წლის ფეხბურთელმა 146 თამაშში 16 გოლი გაიტანა და 17 ასისტი შეასრულა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ანანიძე, თუმცა კვიპროსული მედია წერს, რომ ქართველის დამატებით თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" ინტერესდება.

სხვა სტატიები