Belive

ჯანო ანანიძის ახალი კლუბი ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე ახალ გუნდში გადადის. ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი იმაზე, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას ჰოლანდიაში, კერძოდ "ვიტესში" გააგრძელებდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა და ის რუსეთში რჩება. ანანიძე კარიერას "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია რუსული გუნდის განვითარების დირექტორმა უკვე დაადასტურა. ჯანო ანანიძე "კრილია სოვეტოვში" იჯარის წესით გადავა და სეზონს იქ დაასრულებს. სამედიცინო შემოწმებას 13 იანვარს გაივლის. "კრილია სოვეტოვი" რუსეთის "პრემიერლიგაში" 17 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-13 ადგილზეა. ჩემპიონატი მარტში განახლდება და სამარული კლუბი მოსკოვში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები