Belive

"ჯანო, შენს გვერდით მიგულე" - შოთა არველაძის გამამხნევებელი გზავნილი ანანიძეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ჰალის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა - საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა ჯანო ანანიძე გაამხნევა, რომელმაც კარიერა ნაადრევად, 29 წლის ასაკში დაასრულა.
"ჯანო, გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს. განსაკუთრებული იყავი მოედანზეც და განსაკუთრებული ხარ მოედნის მიღმაც. ყველა წამოწყებაში წარმატებას გისურვებ, შენს გვერდით მიგულე", - ვკითხულობთ პოსტში.

ანანიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა. კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" დაიწყო და იყო პერიოდი, როდესაც მისი შეძენით არაერთი გუნდი, მათ შორის ლონდონიც "არსენალიც" კი იყო დაინტერესებული, თუმცა როგორც ჯანო ამბობს, აღნიშნული ინფორმაცია მასთან ძალიან გვიან მივიდა - "სპარტაკს" სურდა, წლების განმავლობაში ჯანო უფრო ემტად პოპულარული ფეხბურთელი გამხდარიყო და მისი გაყიდვით მეტი ფინანსური სარგებელი ენახა. წლების განმავლობაში გახშირებული ტრავმიანობა ანანიძის შედეგიანობაზე საგრძნობლად აისახა. რუსეთს გარეთ მან მხოლოდ "ანორთოსისში" და კარიერის მიწურულს, "დინამო თბილისსა" და "დინამო ბათუმში" ითამაშა, თუმცა მოედანზე მას სულ უფრო იშვიათად ვხედავდით. ჯანოს ფეხბურთიდან წასვლას ასევე მისი ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა კი იტალიური "ბარის" მთავარი მწვრთნელი, მასიმო კარერა გამოეხმაურა:
„ვწუხვარ, რომ ანანიძემ კარიერა დაასრულა. ჯანო დიდი ფეხბურთელი და დიდი ტალანტია, თუმცა უპირველეს ყოვლისა, იგი სერიოზული პროფესიონალი და დიდი ადამიანია. ალბათ, იმაზე ნაკლებ წარმატებას მიაღწია, ვიდრე იმსახურებდა", - თქვა მან და ჯანოს წარმატებები უსურვა.

სხვა სტატიები