Belive

ჯარიმა და დისკვალიფიკაცია - ტურამი მკაცრად დაისაჯა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრაში მარკუს ტურამი არასპორტულად მოიქცა. "გლადბახის" ფრანგმა შემტევმა მატჩის 68-ე წუთზე "ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელს შეაფურთხა, რის შემდეგაც ის მოედნიდან გააძევეს. ტურამმა თამაშის შემდეგ ბოდიში მოიხადა, თუმცა 23 წლის ფეხბურთელი სხვადასხვა სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. ბუნდესლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ეპიზოდი განიხილა და მარკუს ტურამი 6 მატჩიანი დისკვალიფიკაციით, ასევე, 40 000 ევროთი დასაჯა. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მარკუსი "გლადბახში" 1 თვის ხელფასს ვერ მიიღებს.  

სხვა სტატიები