Belive

ჯასტინ კლუივერტმა 1 მატჩში 2 რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის II ტურში "რომამ" ჩეხური "პლზენის" დამარცხება იოლად, ანგარიშით 5:0 შეძლო. აღნიშნული მატჩი გამორჩეული იყო იმითაც, რომ გუნდის ახალგაზრდა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, ჯასტინ კლუივერტმა ერთდროულად 2 რეკორდის დამყარება შეძლო. ჯასტინ კლუივერტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც "რომას" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლო. ასევე, კლუივერტი ყველაზე ახალგაზრდა ჰოლანდიელია, ვინც უცხოური გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა (19 წლის და 50 დღის). შეგახსენებთ, რომ კლუივერტი ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ითვლება. აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლოა ახლო მომავალში სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბდნენ.

სხვა სტატიები