Belive

ჯეიდონ სანჩომ ლიონელ მესის გადაასწრო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს დორტმუნდის "ბორუსია" პრინციპულ დერბიში შინ "შალკესთან" 2:4 დამარცხდა. "სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრებს 2 მოთამაშე გაუძევეს რაც საბოლოოდ მარცხის განმაპირობებელი გახდა. ამის მიუხედავად ჯეიდონ სანჩო მაინც ბრწყინავს, ინგლისელმა პირველი გოლისას მარიო გიოტცეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რაც მისთვის მე-14 აღმოჩნდა ბუნდესლიგაში, ამ მაჩვენებლით სანჩო ევროპის ტოპ 5 ლიგის მეპასეებს შორის სათავეში მოექცა. ჯეიდონ სანჩო - 14 საგოლე პასი. ლიონელ მესი -13 საგოლე პასი. ედენ აზარი - 13 საგოლე პასი. პაბლო სარაბია - 13 საგოლე პასი.

სხვა სტატიები