Belive

ჯეიმი კარაგერის აღიარება: "არასწორად მოვიქეცი" 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულის" ვეტერანმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც ამჟამად Sky Sports-ში მუშაობს, აღიარა, რომ პატრის ევრასა და ლუის სუარესის ინციდენტის დროს გაკეთებული საკუთარი საქციელი არ მოსწონდა. საქმე იმაშია, რომ 2011 წლის დეკემბერში ლივერპული-მანჩესტერის მატჩისას, "ბარსელონას" დღევანდელმა 9 ნომერმა პატრის ევრას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც 8 შეხვედრით დისკვალიფიკაცია მიიღო და ორი თვით მოედანს დაემშვიდობა. დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ, ლივერპულის ფეხბურთელები პრემიერლიგაში "უიგანთან" დაპირისპირებამდე მოედანზე 7-ნომრიანი და ურუგვაელი ფორვარდის სახის გამოსახულებიანი მაისურებით გამოვიდნენ, მათ შორის ინგლისელიც იყო, რომელიც დღეს ამ ქმედებას ნანობს. "რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით. არ მოვიტყუები და თამამად ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის ნაწილი არ ვყოფილვარ, რადგან როგორც ვიცე-კაპიტანს იმის გაკეთება მომიწია, რაც კლუბმა გადაწყვიტა. არ ვიცი, რეალურად რა იყო ამის უკან. თუმცა, გუნდში იყვნენ ისეთები, რომლებსაც ლუისთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და მეგობრის მხარდაჭერა მართლა უნდოდათ.  უნდა ვაღიარო, რომ მაშინ გამბედაობა არ მეყო მეთქვა: "მე მას არ ვიცავ". არ მგონია, რომ მაშინ "ლივერპულის" ყველა წევრს სჯეროდა, თავისი საქციელის სისწორის, თუმცა ვფიქრობ, რომ კლუბი ოჯახია, რომელშიც პირველი რეაქცია თავისიანის დაცვაა, მაშინაც კი თუ იცით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი არასწორია",-თქვა კარაგერმა.

სხვა სტატიები