Belive

ჯეიმი კარაგერმა გულშემატკივარს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კლიპი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, კვირას "ნოტინგემ ფორესტისა" და "ტოტენჰემის" მატჩის შემდეგ არის გადაღებული. "ლივერპულის" ყოფილი მცველი ამ შეხვედრაზე Sky Sports-ის ექსპერტად მუშაობდა. თავიდან ვიდეოში ჩანს, რომ ინგლისელი ფანს კარგად შეხვდა, თუმცა, შემდეგ შეურაცხმყოფელი ფრაზა მიაძახა, რაზეც ჯეიმი ძალიან გაბრაზდა.

ინგლისელისთვის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა გულშემატკივართან უთანხმოება მოუვიდა. 2018 წელს მან ფანს, არც მეტი არც ნაკლები, შეაფურთხა.

გულშემატკივარი კარაგერს ახსენებს, რომ "ლივერპული" "მანჩესტერთან" დამარცხდა და ამ ყველაფერმა ჯეიმი ძალიან გააბრაზა. საკუთარი საქციელის შემდეგ, Sky Sports-ის ექსპერტმა ბოდიში მოიხადა.

სხვა სტატიები