Belive

ჯეიმი კარაგერმა მესისა და რონალდუს შესახებ ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულის" 43 წლის ლეგენდარულმა ინგლისელმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა მესისა და რონალდუს თაობაზე გამართული დებატების შესახებ. მესი თუ რონალდუ? ეს არის კითხვა, რომელზეც ფეხბურთის გულშემატკივრები ვერ თანხმდებიან. და ეს გასაკვირი არაა, რადგან  ორივე გენიალური მოთამაშეა და ორივეს ბრწყინვალე კარიერა აქვს. უამრავი მოგებული ტიტული, უამრავი გატანილი გოლი, რკორდები, რომლებიც მათ დაამხეს და ჯამში 11 "ოქროს ბურთი". ამ ორი ფეხბურთელით მხოლოდ აღფრთოვანებული შეიძლება იყო, მაგრამ მაინც რომელია უკეთესი მოთამაშე? უმეტესობის აზრით ეს გემოვნების საკითხია. ზოგს მესის სათამაშო სტილი მოსწონს, ზოგიც რონალდუს თამაშსა და მიღწეულ შედგებს უფრო აფასებს. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა კარაგერმა.
"მესი საუკეთესოა, ამასთან დაკავშირებით აზრი არასდროს შემიცვლია, ვგონებ, უმრავლესობა სწორედ ჩემსავით ფიქრობს". " თუმცა რონალდუს განსაკუთრებულად ვცემ პატივს და მესიზე მეტადაც ვაფასებ, ამის მიზეზი კი ისაა, რომ  რონალდუ დაუჯერებელი ნიჭითაა დაჯილდოვებული. მისმა მენტალიტეტმა, მიზანმიმართულობამ, სამუშაოსადმი პროფესიონალურმა მიდგომამ ის ყველსგან განსხვავებულ დონეზე აიყვანა". " როცა ფიქრობ, რომ რონალდუმ ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლებოდა რომ გაეკეთებინა, ის ყოველ ჯერზე რაღაც ახლით ბრუნდება, რაც გასაოცარია". "მის კარიერაში იყო რთული მომენტები, მაგალითად "რეალში" გადასვლის საწყისი ეტაპი - რაც არ უნდა გაეკეთებინა რონალდუს ყველა მაინც მესიზე საუბრობდა. მიმაჩნია, რომ ახლა ვითარება შეიცვალა".
 მიუხედავად იმისა, რომ კარაგერი რონალდუს მიღწევებს და მის პროფესიონალიზმს ძალიან აფასებს, მისთვის მესი ფეხბურთის ისტორიაშია უნიკალურია. 
 " ვფიქრობ, რომ იმის გაკეთება, რასაც რონალდუ აკეთებს სხვა მოთამაშეებსაც შეუძლიათ, უბრალოდ კრიშტიანუ ამას სხვებზე ხშირად აკეთებს. რონალდუს გააქვს ბევრი გოლი, მაგრამ რასაც მესი თამაშისას აკეთებს, სხვა მოთამაშეებს უბრალოდ არ შეუძლიათ მსგავსი რამის გაკეთება". " ლეოს საოცარი დრიბლინგი მოედნის უბადლო ხედვა, გატანილი ბრწყინვალე გოლები - მსგავს რამეს დღეს იშვიათად თუ ნახავთ". "მესის შეუძლია, აკეთოს ის, რასაც სხვები ვერ იზამენ, და მეტოქეები პირღია დატოვოს", - განაცხადა კარაგერმა. 

სხვა სტატიები