Belive

ჯეიმი ვარდის აკადემია არ გაიხსნება - ინგლისელმა სპონსორები ვერ იშოვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლესტერის" თავდამსხმელის წამოწყებული პროექტი შესაძლოა მომავალ წელს განხორციელდეს, იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელი ფეხბურთელი სპონსორების მოძიებას მოახერხებს. 31 წლის ფეხბურთელმა აკადემია 2016 წელს, თავის აგენტ ჯონ მორისსა და მეუღლე რებეკასთან ერთად დააფუძნა. აკადემიის მიზანი არალეგალი ფეხბურთელებისთვის კონტრაქტის გაფორმებაში დახმარებაა. აკადემიის დაარსებიდან დღემდე, ხუთდღიანი საწვრთნელი შეკრება ორჯერ გაიმართა და ოცმა მოთამაშემ პროფესიონალური კონტრაქტი მიიღო. ორივე შემთხვევაში, საფასური თავად ფეხბურთელმა დაფარა, თუმცა ორგანიზაციას სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის სპონსორების მოძიება აუცილებელია. ორგანიზაციის კურსდამთავრებულთა შორის ერთ-ერთი ამჟამად უკვე პრემიერლიგაში თამაშობს, ეს სემ მაკკალუმია, რომელიც ვარდის აკადემიაში გავლილი კურსიდან 18 თვის შემდეგ "ნორვიჩის" ფეხბურთელი გახდა.

სხვა სტატიები