Belive

ჯეიმს მილნერი: "ლივერპულში ზუსტად ამის გამო გადმოვედი, ჩემი სახელი ისტორიაში ჩაიწერა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა მისი გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მოგებაზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, 2015 წელს, მერსისაიდულ კლუბში მისვლა გადაწყვიტა. "ეს ჩემპიონობა ჩემთვის განსაკუთრებულია. სწორედ ეს იყო ის მიზეზი და ამავდროულად მიზანი, რის გამოც 2015 წელს, "ლივერპულთან" კონტრაქტი გავაფორმე. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენი თანაგუნდელის შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა. ჩვენ დიდებული ისტორიის მქონე დიდ გუნდზე ვსაუბრობთ.  ის ფაქტი, რომ "ლივერპული" ჩემპიონობას ამდენი წლის განმავლობაში ელოდა, ჩემი ამ კლუბში გადმოსვლის მთავარი მოტივაცია და გამოწვევა გახლდათ. მინდოდა, რომ ეს ლოდინი დაგვესრულებინა და ისტორიაში ჩემი სახელი ჩამეწერა.  ეს ტიტული უამრავი ადამიანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სასიამოვნოა, როცა რაღაც დიდებულის შექმნაში იღებ მონაწილეობას", - თქვა 34 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა. იურგენ კლოპის გუნდმა ინგლისის ჩემპიონობა 30-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. მილნერმა ამ სეზონში, ყველა ტურნირზე 34 მატჩში 4 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები