Belive

ჯეიმს მილნერი: "მესიმ ვირი მიწოდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, სადაც "ბარსელონამ" "ლივერპული" 3:0 დაამარცხა, ლეო მესიმ ჯეიმს მილნერს ვირი უწოდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის გაღიზიანება ჯეიმს მილნერის მიერ შესრულებულმა უხეშმა ვარდნამ განაპირობა, რის შემდეგადაც მესიმ მილნერს ესპანურად მიმართა. "იგი აშკარად უკმაყოფილო იყო და ესპანურად მესაუბრებოდა. მან "ბურო" დამიძახა. ეს სახელი ითარგმნება, როგორც ვირი. დარწმუნებული ვარ ესპანურ ფეხბურთში დამკვიდრებული ტერმინია და ასე იმ ფეხბურთელებს მოიხსენიებენ, რომელთა ქმედებითაც უკმაყოფილო არიან." "ვკითხე ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. დარწმუნებული ვარ მან არ იცოდა, რომ ვერ ვხვდებოდი რას მესაუბრებოდა. მის მიმართ არანაირი წყენა არ მაქვს. იგი გენიალური ფეხბურთელია, რომელსაც უფლება აქვს თქვას ის რაც სურს", - აღნიშნა ჯეიმს მილნერმა.

სხვა სტატიები