Belive

ჯეიმსი: "თოკოსთან ჩხუბი? იდიოტები ხართ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკ ჯეიმსსა და თორნიკე შენგელიას შორის კონფლიქტი მოხდა. Sport-Express-მა ისიც კი დაწერა, რომ ინციდენტის გამო ამერიკელი კალათბურთელი "ცსკა"-მ გუნდიდან გაუშვა. ჯეიმსმა აღნიშნულ ჭორზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა და ქართველ კალათბურთელთან ჩხუბის ფაქტი სასტიკად უარყო.

"საკმარისია! შეეშვით ამ სისულელეებს," - ასეთი იყო მაიკის პირველი რეაქცია რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე. "ჯანდაბა. ისე გამოდის, რომ მე თოკოსთან ვიჩხუბე. თქვენ უნდა დაფიქრდეთ და ყველაფრის წერას შეეშვათ. ადრე უკვე გითხარით, რომ იდიოტები ხართ," - დაწერა მოგვიანებით ჯეიმსმა.
"გულწრფელად, საერთოდ რატომ გამოაქვეყნეთ ასეთი რამ? ვიცი, რომ ყველაფერს წერთ, მაგრამ ჯობს საკითხში უკეთესად გაერკვეთ, ან საღ აზრს მოუხმოთ ," - ამბობს ამერიკელი.

სხვა სტატიები