Belive

გარეთ საუთგეიტი: "ჯეკს თამაშში გარდამტეხი ცვლილებების შეტანა შეუძლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჯეკ გრილიშის დებიუტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2020 წელს შედგა. მას შემდეგ ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა, თუმცა სათამაშო დრო ნაკლებად ეძლევა. გრილიში გუშინდელ მატჩში, გერმანიასთან,  სკამიდან ჩაერთო და 18 წუთი ითამაშა. ამ დროს ანგარიში 1:0 იყო, გერმანიის სასარგებლოდ. მისი შემოსვლის შემდეგ, მეტოქის კართან, ბევრი მომენტი შეიქმნა და საბოლოო ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. მან და რაჰიმ სტერლინგმა მარცხენა ფლანგიდან, მშვენიერი კომბინაციებით, ბევრი პრობლემა შეუქმნეს გერმანელ მცველებს.  სწორედ მისი აქტიურობის  შედეგი იყო ის   პენალტი, რომელიც ჰარი კეინმა გოლად აქცია.        
გრი
  აშკარაა, რომ 27 წლის ნახევარმცველს დიდი ცვლილებების შეტანა შეუძლია თამაშში, მაგრამ 90 წუთის სათამაშოდ საჭიროა დაცვითი უნარებიც.  გვარდიოლაც ამ ფაქტორის გამო არ აძლევს ინგლისელს, სრულ მატჩს "სიტიში".  ფანები ითხოვენ გრილიშს ძირითადში, თუმცა მთვარი  მწვრთნელი სხვანაირად ფიქრობს. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა ჯეკ გრილიშზე ისაუბრა:
"იმისათვის, რომ ჯეკმა მატჩი სასტარტოდან დაიწყოს, დაცვაში თამაშს უნდა მოუმატოს. ჩვენ, რომ მას არ ვენდობოდეთ 20 წუთს არ მივცემდით სათამაშოდ. ჯეკს თამაშში გარდამტეხი ცვლილებების შეტანა შეუძლია."
  მიუხედავად იმისა, რომ გრილიში ნაკრებში უკვე დიდი ხანია თამაშობს, მხოლოდ  22 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან 11 დაიწყო სასტარტოდან. ჯეკი თავის ნაკრებს შემდეგ კვირაში, იტალიისა და უნგრეთის, წინააღმდეგ დაეხმარება.ბევრი ელოდება,რომ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ამ შეხვედრებსაც სათადარიგოდან დაიწყებს.

სხვა სტატიები