Belive

ჯეკ უილშირი: "საუკეთესო პორტუგალიელი რონალდუ?! - არა, ბერნარდო სილვა უკეთესია.."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ჩამქვრალი ვარსკვლავი - ჯეკ უილშილი საინტერესო განცხადებას აკეთებს. უილშირი ლონდონის "არსენალში", "ვესტ ჰემსა" და "ბორნმუთში" თამაშობდა, ბოლოს მან სწორედ "ბორმუთში" ითამაშა და 2021 წელს უკლუბოდ დარჩა, რის შემდეგაც პრემიერ ლიგის კომენტატორი გახდა. მან საინტერესო განცხადება და ახსნა გააკეთა იმის შესახებ, რომ დღეს საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი არა - კრიშტიანუ რონალდუ, არამედ ბერნარდო სილვაა.
,,კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელია?! - არა, საუკეთესო ბერნარდო სილვაა. მე არ ვამბობ, რომ  ბერბარდო სილვა რონალდუს კარიერით ჯობს, არამედ ხვალ რომ თამაში ყოფილიყო და ამ ორიდან ერთ-ერთი ჩემს კლუბში უნდა ამერჩია, მე ბერნარდოს ავირჩევდი. ბერნარდოს სხვა სიმაღლეზე ვხედავ". - განაცხადა ჯეკ უილშირმა TalkSport-თან საუბრისას.
 

სხვა სტატიები