Belive

ჯეკ უილშირის დაუჯერებელი პასუხი კითხვაზე, თუ რა ისწავლა ხავისა და ინიესტას წინააღმდეგ თამაშით

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
29 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა იხუმრა, როცა ჰკითხეს, თუ რა ისწავლა ხავისა და ინიესტას წინააღმდეგ თამაშის დროს და განაცხადა, რომ არაფერი უსწავლია, რადგან ისინი თამაშის დროს ჯიბეში ჩაისვა. ჯეკ უილშირი “არსენალის” აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ტალანტი იყო. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ კი იგი “არსენალის” ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა. სამწუხაროდ, მუდმივმა ტრავმიანობამ უილშირის კარიერას დაღი დაასვა. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2010-11 წლების სეზონში "არსენალისა" და "ბარსელონას" მერვედფინალურ დაპირისპირებაში 19 წლის უილშირმა საოცარი შთაბეჭდილება დატოვა კატალონიური გრანდის ბრწყინვალე ნახევარდაცვის წინააღმდეგ.
ახალგაზრდა უილშირმა შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდგომ "ბარსელონას" იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჯეკ უილშირს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა, ხოლო ხავიმ ახალგაზრდა ინგლისელის თამაში ფანტასტიკურად მოიხსენია. ულიშირის ბრწყინვალე პერფომანსის შემდეგ წლები გავიდა და როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა ისწავლა ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ თამაშით, როგორებითაც "ბარსელონას" იმდროინდელი ნახევარდაცვა იყო დაკომპლექტებული, 29 წლის ნახევარმცველმა პასუხი ტვიტერზე გაავრცელა, რომელიც "მეთოფეების" გულშემატკივრებს ძალიან მოეწონათ.
 
"ბევრი ვერაფერი ვისწავლე, რადგან იმ საღამოს მე ისინი ჯიბეში ჩავისვი",- დაწერა უილშირმა.
29 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ამჟამად "ბორნმუთის" ღირსებას იცავს, რომელიც ინგლისის რანგით მე-2 დივიზიონში ჩემპიონშიპში ასპარეზობს.  

სხვა სტატიები