Belive

ჯენარო გატუზო შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დასაქმდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ევერტონმა" რაფაელ ბენიტესი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ვაკანტურ პოზიციაზე ახალი კანდიდატების ძებნაც აქტიურ რეჟიმში დაიწყო. https://www.live.ge/fexburti/ophitsialurad-evertonma-raphael-benitesi-gaathavisuphla/ როგორც ბრიტანული მედია იუწყება, "კანფეტების" ხელმძღვანელობას რამდენიმე სასურველი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ, რომელთა მოკლე სიაც შემდეგნაირად გამოიყურება. მთავარ პრეტენდენტებად ჟოზე მოურინიო, უეინ რუნი და ფრენკ ლამპარდი დასახელდნენ, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა კარიერის გაგრძელების ასეთ ვარიანტზე უარის თქმა უკვე მოასწრო. ამავდროულად, იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა "ნაპოლის", "მილანისა" და "ფიორენტინას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს ვარიანტსაც განიხილავს, რომელიც სამუშაოს გარეშე გასული ზაფხულის შემდეგ იმყოფება. "ევერტონმა" უკვე დაამყარა კონტაქტი მის აგენტთან, პორტუგალიელ ჟორჟე მენდეშთან. ცნობილია ისიც, რომ დამატებითი ვარიანტია ასევე ბელგიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, რომელსაც გუნდში მუშაობის გამოცდილება 2013-დან 2016 წლამდე ჰქონდა. “ლივერპულის”, "ვალენსიას", მადრიდის "რეალის", "ნაპოლის", ლონდონის "ჩელსის", "ნიუკასლის" და "დალიან იფანის" ყოფილიმ მწვრთნელი "ევერტონს" სათავეში 2021 წლის ზაფხულში ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 22 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ 7 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 11-ში დამარცხდა, ხოლო პრემიერ ლიგაში ნათამაშები 19 ტურის შეხვედრის შემდეგ მერსისაიდული კლუბი 19 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი საფეხურით უსწრებს.

სხვა სტატიები