Belive

ჯენარო გატუზო : "ტელეფონზე მხოლოდ ორი ღილაკი ვიცი"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯენარო გატუზო რომ ტრადიციების მიმდევარი კაცია ეს ახალი ამბავი არ არის. ის არ იყენებს სოციალურ მედიას და არც ერთი ოფიციალური ანგარიში არ გააჩნია. იტალიურმა მედიამ მას კითხვა დაუსვა, შექმნის თუ არა იგი ინსტაგრამს იმ შემთხვევაში თუ "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა: "ვეჭვობ რომ ეს გავაკეთო, ამის გარეშეც საკმარის წნეხს განვიცდი. ტელეფონზე მხოლოდ ორი ღილაკი ვიცი - მწვანე რომ ვისაუბრო და წითელი რათა საუბარი დავასრულო" - განაცხადა რინომ.

სხვა სტატიები