Belive

ჯენარო გატუზოს მრისხანე გადაწყვეტილება ლოზანოს მიმართ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ცნობილია იტალიის საფეხბურთო კლუბებმა ვარჯიში ჩვეულ ტემპში განაახლეს - ცხადია, მათ შორისაა "ნაპოლიც". იტალიურ მედიას თვალთახედვის არეალიდან არ გამორჩენია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ნეაპოლიტანელების ვარჯიშის დროს მოხდა. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ვარჯიშის მსვლელობისას ირვინგ ლოზანო "გააგდო", მიზეზად კი მისი სიზარმაცე დასახელდა. 24 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში პირველ სეზონს ატარებს, სწორედ ესაა იტალიური ფეხბურთის ექსპერტებისათვის მთავარი შეკითხვა - შეძლებს თუ ვერა ჯენარო გატუზო საკუთარი აზრის გატანას და ლოზანოზე დამყარებული იმედებისათვის ხაზის გადასმას, რაც მისი გუნდიდან გაგდების ტოლფასიც გახდება. მექსიკელმა ფეხბურთელმა "ნაპოლის" რიგებში 23 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც მან 3 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები