Belive

ჯენოამ ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ჯენოამ'' მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა. ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გენუელებმა გავრცელებულ განცხადებაში უკრაინელ სპეციალისტსა და მის სტაფს მადლობა გადაუხადეს შევჩენკომ ,,ჯენოა'' 7 ნოემბერს ჩაიბარა და კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 11 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ,,ჯენოა” 12 ქულით ცხრილის მე-19 პოზიციაზეა და ბოლოადგილოსან ,,სალერნიტანას'' მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ,,წითელ-ლურჯების'' დროებითი მწვრთნელი აბდულაი კონკო იქნება.


სხვა სტატიები