Belive

ჯერ თურქეთი, შემდეგ ვალენსია - საბურთალო შეკრებას იწყებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ექს-ჩემპიონი "საბურთალო" წინასასეზონო მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში თურქეთში შეკრებაზე მიემგზავრება. ეროვნული ლიგის წინა სეზონის მესამეადგილოსანი გუნდი 14 იანვარს თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრა. გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მეზობელ ქვეყანაში თბილისური კლუბი 23 იანვრამდე დარჩება, შეკრების მეორე ეტაპს კი 1-14 თებერვალს ვალენსიაში გამართავს, ესპანეთში "საბურთალო" რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრასაც ჩაატარებს. თურქეთში "საბურთალო" 23 ფეხბურთელით გაემგზავრება, შემადგენლობა ასეთია: ლაზარე კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, დავით კუპატაძე, ბექა ქავთარაძე, იური ტაბატაძე, ლევან მაჭარაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, თედორე გრიგალაშვილი, ცოტნე ნადარაია, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ბექა ხარაიშვილი, გიორგი გულიაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ნიკოლოზ მალი, გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გურამ გოშთელიანი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ლევან კაკუბავა, ლევან ყენია, გიორგი გაბედავა.

სხვა სტატიები