Belive

ჯერარდი, ლამპარდი, სქოულზი | რუნიმ დაუსრულებელ დებატებს პასუხი გასცა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, პოლ სქოულზი - ვინ არის პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ნახევარმცველი? ლეგენდარული სამეულიდან საუკეთესოს გამოსავლენად, დასრულებელი დებატები მიმდინარეობს. არაერთმა ვარსკვლავმა, საფეხბურთო მიმომხილველმა და საზოგადო მოღვაწემ საკუთარი აზრი დააფიქსირა და ფავორიტი შეარჩია. საკუთარი რჩეულის დასახელება უეინ რუნის არ გაუჭირდა. ყველასათვის მოულოდნელად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ საუკეთესოდ სტივენ ჯერარდი დაასახელა. გარი ნევილთან საუბრის დროს, უეინ რუნიმ აღნიშნა, რომ სამივე მათგანი დიდებული ფეხბურთელი იყო, თუმცა ჯერარდი მათ შორის გამორჩეულია. რუნის მტკიცებით, ჯერარდმა ინგლისის საფეხბურთო ნაკრებსა და "ლივერპულში" წარუშლელი კვალი დატოვა.

"ვიტყოდი, რომ ჯერარდი. იმ დროისათვის ის ინგლისის ნაკრების მთავარი ძალა იყო. ნაკრები ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა - შენ (ნევილი), რიო (რიო ფერდინანდი), ბექსი (დევიდ ბექჰემი). მხოლოდ მე, ჯერარდი და ლამპარდი დავრჩით. სტივენმა არაერთ შეხვედრაში გვილიდერა", - აღნიშნა უეინ რუნიმ.

სხვა სტატიები