Belive

ჯერარდი პრემიერლიგის ვარსკვლავების მატჩზე: ,,იდეის განხორციელების შანსს ვერ ვხედავ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ასტონ ვილას'' მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, ლონდონის ,,ჩელსის'' თანამფლობელის, ტოდ ბოულის, იდეას გამოეხმაურა. ამერიკელ ბიზნესმენს პრემიერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩის ჩატარება სურს.

,,პირადად მე ამ შეხვედრას სიამოვნებით ვუყურებდი, მეტიც, სიამოვნებით ვითამაშებდი. ალბათ, ჩრდილოეთი მოიგებდა, რადგან ,,ლივერპული'' და ,,სიტი'', ჩემი აზრით, ლიგის ორი უძლიერესი გუნდია.

თუმცა, სხვა მწვრთნელების პოზიციას ვიზიარებ, არსებობს ერთი რამ, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ - კალენდარში საკმარისად ბევრი მატჩია, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ევროტურნირებზე...

კარგი იდეაა, არასტანდარტული, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი განხორციელების შანსს ვერ ვხედავ,'' - განაცხადა ჯერარდმა.

ბოულის ინიციატივაზე ,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმაც, ისაუბრა, რომელმაც, ჯერარდის მსგავსად, ყურადღება გადატვირთულ გრაფიკზე გაამახვილა. მისი თქმით, ტოდს ავიწყდება, რომ ამერიკულ სპორტში მოთამაშეებს 4-თვიანი შესვენება აქვთ.

სხვა სტატიები