Belive

ჯერარდი: "რეინჯერსმა სელტიკზე კარგად ითამაშა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჟამად გლაზგოს "რეინჯერსის" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, "სელტიკთან" მოგებული მატჩი შეაფასა: "დერბიში გამარჯვებას დიდი ხანი ველოდებოდით. დღევანდელმა მატჩმა საოცარი ატმოსფეროს ფონზე ჩაიარა. "რეინჯერსმა" მეტოქეს აჯობა და ვფიქრობ, რომ უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო," განაცხადა ჯერარდმა. აღსანიშნავია, რომ "რეინჯერსმა" საკუთარ მოედანზე "სელტიკს" უკანასკნელად 2012 წლის 25 მარტს მოუგო (3:2). "რეინჯერსს" შოტლანდიის ჩემპიონატში 42 ქულა აქვს დაგროვებული. ამდენივე აქვს "სელტიკსაც," თუმცა ამ უკანასკნელს უფრო ნაკლები მატჩი აქვს გამართული და მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე უფრო მეტი მოგებული თამაშია.

იხილეთ მიმოხილვა: რეინჯერსი 1:0 სელტიკი

 

სხვა სტატიები