Belive

ჯერარდი: "სელტიკი და რეინჯერსი პრემიერ ლიგაში უნდა თამაშობდნენ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ლეგენდის, სტივენ ჯერარდის მტკიცებით, "სელტიკისა" და "რეინჯერსის" ინგლისის პრემიერ ლიგაში ასპარეზობა შოტლანდიური ფეხბურთის გადარჩენის საწინდარი იქნება. მერსისაიდული გრანდის ყოფილმა კაპიტანმა 2018 წელს "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა. 39 წლის სტივენ ჯერარდის მეთაურობით, "რეინჯერსი" მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და "სელტიკთან" საჩემპიონო რბოლაშია ჩართული. "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება თუ შოტლანდიური გრანდები ინგლისის პრემიერ ლიგაში იასპარეზებენ. "ინგლისელებს არ ესმით თუ რა ძლიერი კლუბები არიან "სელტიკი" და "რეინჯერსი". შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ინგლისის პრემიერ ლიგა ამ ორი შოტლანდიური გრანდის ჩართულობით? "სელტიკისა" და "რეინჯერსის" მატჩებზე ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა." "წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება იქნება მაგრამ მეეჭვება, რომ "სელტიკი" და "რეინჯერსი" ოდესმე ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ", - აღნიშნა სტივენ ჯერარდმა.

სხვა სტატიები