Belive

ჯერარდი: "უეფას არ ვეთანხმები, სიტიმ ყველა ტიტული დამსახურებულად მოიგო" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ლეგენდარული კაპიტანი სტივენ ჯერარდი "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან ორწლიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა. "ცხადია, უეფას გადმოსახედიდან ეს სწორი სასჯელია, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. იმედი მაქვს, "სიტი" ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ვნახოთ რა შედეგი მოჰყვება ამას. ვფიქრობ, უეფას მხრიდან ეს ზედმეტად მკაცრი სასჯელია. ეს ყველაფერი პრემიერლიგაზეც გავლენას იქონიებს. არ ვიცი რა მოხდა რეალურად პრემიერლიგის საქმეში, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ თქვათ, მაგრამ რეალობა ერთია - სიტიმ ყველა ტიტული დამსახურებულად მოიგო",-თქვა "რეინჯერსის" მთავარმა მწვრთნელმა.

სხვა სტატიები