Belive

ჯერარდის ოცნების ხუთეული, რომელშიც რონალდუ არ შედის

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დაასახელა მისთვის საუკეთესო 5 ფეხბურთელი და ახსნა თუ რატომ არ შედის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ხსენებულ ხუთეულში. სტივენ ჯერარდი არ უარყოფს იმას, რომ ხუთი გზის ოქროს ბურთის მფლობელი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ინგლისელის აზრით მესის და რონალდუს არჩევა ბანალური იქნებოდა, ისინი სულ სხვა მწვერვალზე არიან. "უპირატესობას ყოველთვის გუნდურ მოთამაშეებს ვანიჭებ. რონალდუს შეუძლია გამარჯვება მოგიტანოს, მაგრამ ის უმეტესწილად ინდივიდუალური მოთამაშეა და ამიტომ ჩემს გუნდში არ შევიყვანდი." "ლივერპულის" ლეგენდამ გუნდში ორი იტალიელი ვარსკვლავი შეიყვანა. ესენი არიან ჯანლუჯი ბუფონი და პაოლო მალდინი. "ბუფონი ყველაზე ძლიერი მეკარეა ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია." "რაც შეეხება მალდინის, ის ჩემი გმირია. პაოლომ მთელი ცხოვრება ერთ კლუბს მიუძღვნა, მოიგო უამრავი ტიტული და ის საოცარია. "მინდა დავასახელო შემდეგი სამი ფეხბურთელი, რომლების წინააღმდეგაც მითამაშია. ზიდანი ყოველთვის გამორჩეული იყო, მისი ბურთის კონტროლი მისაბაძი და ელეგანტური გახლდათ." "რონალდინიოს რამდენიმე საოცარი სეზონი ჰქონდა. არავინ იცის თუ როგორ შეეძლო მას ასეთ დონეზე თამაში. შედეგდთან ერთად, ბრაზილიელს საოცარი სათამაშო სტილი და სილამაზე ჰქონდა. მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი."
ჯერარდის აზრით როი კინმა გაცილებით მეტი რამ გააკეთა ფეხბურთში ვიდრე ფრენკ ლამპარდმა, სქოულზმა და პატრიკ ვიეირამ.
"ლამპარდს შეეძლო უამრავი გოლის გატანა. სქოულზი თამაშის ტემპის კონტროლში იყო საუკეთესო. ვიეირას მოედანზე გადაადგილება კი მისაბაძი. სამივე მათგანს თავისი უპირატესობები აქვთ, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და პირველად ვნახე როი კინი, ის ჩემს კუმირად იქცა. არავინ საუბრობს იმაზე თუ როგორი იყო ის ბურთთან ერთად. როის ჰქონდა ძლიერი ფსიქიკა და ხასიათი. ის არასდროს ტყდებოდა და მეტოქის ფეხბურთელებზე თავისი ხასიათით და განწყობით ახდენდა გავლენას." საბოლოო ჯამში ჯერარდის ოცნების ხუთეული ასე გამოიყურება - ბუფონი, მალდინი, ზიდანი, რონალდინიო, როი კინი.

სხვა სტატიები