Belive

ჯერარდისა და მთავარი არბიტრის დაპირისპირება ლეგენდის გაძევებით დასრულდა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სტივენ ჯერარდის გაწვრთნილი "რეინჯერსი" შოტლანდიის პრემიერშიპში ფანტასტიკურად ასპარეზობს. "რეინჯერსმა" შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული დიდი ხნის წინ გაინაღდა. პრემიერშიპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "რეინჯერსი" კვლავ დაუმარცხებელია (27 მოგება, 4 ფრე) და სატურნირო ცხრილს სათავეში დამაჯერებლად უდგას. პრემიერშიპის 31-ე ტურის შეხვედრაში, "ლივინგსტონი" "რეინჯერსს" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, არბიტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჯერარდი მსაჯებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შედეგადაც მთავარმა არბიტრმა ლეგენდა მოედნიდან გააძევა. "ვიცი ჩემთან საუბარს თავს, რატომ არიდებ. იმიტომ არ მელაპარაკები, რომ უხეშად შეცდი! შენ გამოუსწერებელი შეცდომა დაუშვი", - ჯერარდის ამ სიტყვებს პასუხად წითელი ბარათი მოჰყვა.

სხვა სტატიები