Belive

ჯესი ლინგარდი შესაძლოა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს შეუერთდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა შესაძლოა კლუბი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ მედიაში ვრცელდება და იწერება, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატ​ება რამდენიმე გუნდს სურს, მათ შორის ყველაზე აქტიური კი "ტოტენჰემ ჰოთსპურსია". Football.london-ის ცნობით, "ტოტენჰემი" დაინტერესებულია ლინგარდის გადაბირებით, რომელსაც ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და, შესაბამისად, ანტონიო კონტეს გაწვრთნილ გუნდს მისი დამატება უფასოდ შეეძლება. ჩრდილოეთ ლონდონურ კლუბს ამ თვეში მისი იჯარის წესით წაყვანაც შეუძლია, თუმცა თავად ფეხბურთელისთვის, იანვარში კლუბის შეცვლა შესაძლოა, ნაკლებად მიმზიდველი და უფრო რთული იყოს.
No description available.
ამავე დროს, "ვესტ ჰემი" კვლავაც ისწრაფვის ნახევარმცველის დამატებაზე, რომელიც ერთი წლის წინ, "წითელი ეშმაკებიდან" იჯარის წესით წაიყვანა. "ჩაქუჩებში" გატარებული პერიოდი ლინგარდისთვის შესანიშნავი იყო, რადგან მან ხანგრძლივი ცუდი სათამაშო ფორმის შემდეგ, გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთება მოახერხა, კერძოდ, პრემიერ ლიგის 16 მატჩში მან თავი 9 გოლით და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. საბოლოოდ, ლონდონელებმა 2020/21 წლების სეზონი დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციით დაასრულეს, ლინგარდს კი გარეთ საუთგეიტმა ევრო 2020-ზე ინგლისის ნაკრებში უხმო. მიუხედავად წარმატებული პერიოდისა და ოლე გუნარ სულშერის დაპირებისა, რომ იგი მეტ სათამაშო დროს მიიღებდა, მიმდინარე სეზონში, ჯესი ლინგარდმა პრემიერ ლიგაში მხოლოდ რვაჯერ მიიღო მონაწილეობა და ყველა ჯერზე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ მას ძირითად შემადგენლობაში არცერთი შეხვედრა დაუწყია, ინგლისის ნაკრებს სექტემბერში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ანდორას წინააღმდეგ დუბლით დაეხმარა (2:0.), ხოლო კლუბში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში, აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა უარყო ახალი კონტრაქტის შეთავაზება მისი მშობლიური კლუბისგან და იგი ასევე "ნიუკასლ იუნაიტედსაც" დაუკავშირეს.

სხვა სტატიები