Belive

ჯესი ლინგარდით პრემიერ ლიგის 4 კლუბი ინტერესდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისელი ფეხბურთელის კარიერა "ეშმაკებში" კარგად ნამდვილად არ ვითარდება. ჯესის გარშემო სოციალურ ქსელში არაერთი დამცინავი ვიდეო ვრცელდება და გულშემატკივრებს მისი იმედი აღარ აქვთ. ეს ყველაფერი მასზე რა თქმა უნდა მოქმედებს. მისი თამაშის ხარისხიც სულ უფრო დაბლა იწევს. ლინგარდს ბოლო 2 სეზონია მთავარი მწვრთნელებიც არ ენდობიან. ჟოზე მოურინიო ცოტა სათამაშო დროს აძლევდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გუნდს სათავეში ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩაუდგა, ლინგარდი ფაქტიურად გაქრა. "ვესტ ჰემი", "ნიუკასლი" ,"ლესტერი", "ევერტონი" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც ინგლისელი ფეხბურთელის შეძენა სურთ. თავისმხრივ ჯესის "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს, მაგრამ უნდა ვივიარაუდოთ, რომ ლინგარდი კლუბს დატოვებს, რადგან როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მისი დღეები "მანჩესტერში" საკმაოდ არასახარბიელოა.

სხვა სტატიები