Belive

ჯესი ლინგარდმა ეშლი იანგი "დატროლა" (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვირას, პრემიერლიგის 25-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" გასვლით მატჩში "ლესტერს" დაუპირისპირდა, მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა, ერთადერთი გოლის ავტორი კი "ეშმაკთა" ახალგაზრდა ფორვარდი მარკუს რეშფორდი გახდა, რომელმაც პოლ პოგბას ლამაზი პასი დაამუშავა და აუღებელი დარტყმით კასპერ შმეიხელის კარი დალაშქრა. მატჩი სანახაობრივი ფეხბურთის გარდა, ერთი საინტერესო ამბითაც გამოირჩა, მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე 22 ფეხბურთელთან და მსაჯთან ერთად მტრედიც იყო, რომელიც ოპერატორების ობიექტივში არაერთხელ მოხვდა და მაყურებელი საკმაოდ გაახალისა, ერთ მომენტში კი დაგორებული ბურთიც მოხვდა. მატჩის შემდეგ, "იუნაიტედის" 14-მა ნომერმა, ჯესი ლინგარდმა, თანაგუნდელი ეშლი იანგი დატროლა, რამდენიმე წლის წინ, გადამფრენმა ჩიტმა ეშლი იანგი "იმსხვერპლა" (იხილეთ ვიდეო) "იანგ, თავი შორს დაიჭირე" - დატვიტა ლინგარდმა  

სხვა სტატიები