Belive

ჟესუსი არსენალში, ფილიპსი "სიტიში" - პრემიერლიგაში სატრანსფერო ბატალიები გრძელდება!

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გაბრიელ ჟესუსი ლონდონის "არსენალში" ითამაშებს. ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა დაადასტურა და 25 წლის ბრაზიელიელი წარადგინა. მხარეები კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ბრაზილიელმა "მეთოფეებთან" ხელშეკრულება 2027 წლამდე გააფორმა.

"არსენალმა" "მანჩესტერ სიტის" 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტი გადაიხადა. 25 წლის ბრაზილიელი ფორვარდი "არსენალის" რიგებში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გაბრიელ ჟესუსი "მანჩესტერ სიტიში" 2017 წელს "პალმეირასიდან" გადავიდა. გასულ სეზონში ბრაზილიელმა "ქალაქელთა" მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", მანჩესტერულმა კლუბმა "ლიდსიდან" 26 წლის ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი - კალვინ ფილიპსი დაიმატა. "სიტის" ეს ტრანსფერი 45 მილიონი ფუნტი დაუჯდა. 26 წლის ფეხბურთელი "სიტიში" 2028 წლამდე დარჩება და 4-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. კალვინ ფილიპსი 2014 წლიდან "ლიდსის" შემადგენლობაში ირიცხებოდა, სადაც მან 214 თამაშში 14 გოლი გაიტანა და კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

სხვა სტატიები