Belive

ჯილარდინო კარიერის დასრულებას აპირებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის თანახმად, იტალიელი თავდამსხმელი, ალბერტო ჯილარდინო კარიერის დასრულებას აპირებს - 36 წლის ფორვარდმა UEFA-ს A და B ტიპის სამწვრთნელო ლიცენზიები აიღო და სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

"მილანის" ყოფილი თავდამსხმელი ბოლოს "სპეციაში" თამაშობდა, თუმცა ამჟამად უგუნდოდ იმყოფება. სეარი ა-ს 514 მატჩში ჯილარდინომ 188 გოლი გაიტანა და 47 საგოლე პასი გააკეთა.
 

სხვა სტატიები