Belive

ჯო კოული: ,,ჩელსი ბოლო 20 წლის განმავლობაში ინგლისის ყველაზე წარმატებული გუნდია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯო კოულმა, ერთმანეთს ,,არსენალი'' და ,,ჩელსი'' შეადარა:

,,ვფიქრობ, ,,არსენალმა'' მაღალი სტანდარტები დააწესა. მომწონს თუ როგორ თამაშობენ ისინი და ეს დიდი ხანია არ მითქვამს. ასევე, მომწონს მიკელ არტეტა და მათი ახალგაზრდა ფეხბურთელები. ჯერჯერობით ,,არსენალს'' არაფრისთვის მიუღწევია, თუმცა სწორ გზაზეა.

უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ,,ჩელსი'' სულ სხვა დონეზე თამაშობდა. ამ პერიოდში ,,ჩელსი'' ქვეყნის ყველაზე წარმატებული გუნდია. მგონია, რომ ,,არისტოკრატები'' ,,არსენალს'' ძალიან მალე გადაუსწრებენ,'' - კოულის სიტყვებს The Sun-ი ციტირებს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ,,არსენალი'' 31 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,ჩელსი'' კი 21 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები