ჯო კოულმა კარიერა დაასრულა

ინგლისის ნაკრების, “ჩელსისა” და “ვესტ ჰემის” ყოფილმა ნახევარმცველმა 37 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

ჯო კოული “ვესტ ჰემში” 1998-2003 წლებში თამაშობდა. 2003-2010 წლამდე “ჩელსი”-ში გადაბარგდა. ლონდონიდან კოული “ლივერპულ”-ში გადავიდა, სადაც 2013 წლამდე ითამაშა. შემდეგ მისი კაეირა აირია და დაბრუნდა ისევ “ვესტ ჰემ”-ში, შემდეგ “ასტონ ვილა”-ში და “ქოვენთრი”-ში.

ეროვნულ გუნდში ჯო კოულმა 2001-2010 წლებში ითამაშა და 56 თამაშში 10 ბურთი გაიტანა.

ჯო კოულთან დაკავშირებით ერთხელ ლეგენდარულმა პელემ განცხადება გააკეთა: “მას ბრაზილიელი ფეხბურთელის მოძრაობები აქვს,” აღნიშნა ფეხბურთის მეფემ იმ დროს, როდესაც კოული ჯერ კიდევ “ჩელსიში” თამაშობდა.

(129)

ჯო კოულმა კარიერა დაასრულა

სტატიის ავტორი
-