Belive

'ჯოგა ბონიტო' - ანუ ლამაზად თამაში ვინიციუსის განმარტებით | VIDEO

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ჯოგა ბონიტო" პორტუგალიური სიტყვათაშეთანხმებაა და ქართულად ითარგმნება, როგორც - ითამაშე ლამაზად. როგორც ჩანს, მადრიდის "რეალის" ამომავალ ვარსკვლავს", ვინიციუს ჯუნიორს ეს ფრაზა განსაკუთრებულად ესმის და ამის დემონსტრირება მან ლა ლიგის მე-9 ტურში, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ მოახდინა. "სამეფო კლუბმა" მეტოქეს ქარიმ ბენზემას ერთადერთი გოლის მეშვეობით აჯობა, მაგრამ მატჩის მთავარი მოქმედი პირი ბრაზილიელი ტალანტი იყო, რომელმაც არაერთ ეპიზოდში ბრწყინვალე ტექნიკური არსენალი გამოავლინა. ვინიციუსის მთავარი მსხვერპლი ოსკარ დე მარკოსი გახლდათ, რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუს" მინდორზე სრიალი რამდენჯერმე მოუწია.

  ვინიციუსს მთლიანობაში ძალიან კარგი სეზონი აქვს და  2018 წლის ზაფხულში, "ბლანკოსების" მიერ "ფლამენგოსთვის" გადახდილი 46 მილიონი ევროს გამართლებას ნელ-ნელა იწყებს. 21 წლის ფეხბურთელს კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე გადაცემა გაკეთებული. რაც შეეხება "რეალს" გუნდი ლა ლიგაში 15 ტურის შემდეგ დაგროვილი 36 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ, მოქმედ ჩემპიონ, თანაქალაქელ "ატლეტიკოს" 7-ით უსწრებს.

სხვა სტატიები