Belive

ჯონ ო'შიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რედინგის" ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ირლანდიელი მცველი, ჯონ ო'ში, კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს. ჯონ ო'შის კარიერის განმავლობაში "ანტვერპენში," "ბორნმუთში," "სანდერლენდსა" და "რედინგში" აქვს ნათამაშები, თუმცა პოპულარობა მან "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშისას მოიპოვა. "წითელ ეშმაკებთან" ერთად 38 წლის უნივერსალმა მცველმა პრემიერ ლიგა 5-ჯერ მოიგო და ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფიც იზეიმა. სანაკრებო დონეზე, ო'შის 118 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 3 გოლის გატანა შეძლო.

ო'შის ტიტულები

  • პრემიერ ლიგა: 2002–03, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2010–11
  • FA თასი: 2003–04
  • ინგლისის ლიგის თასი: 2005–06, 2008–09
  • ინგლისის სუპერთასი: 2003, 2007, 2008, 2010
  • UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 2007–08
  • FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2008