Belive

ჯონ ობი მიკელი კვლავ ევროპულ ფეხბურთს დაუბრუნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიგერიელი ფეხბურთელი და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი, ჯონ ობი მიკელი, კარიერას "მიდლსბროში" გააგრძელებს. იგი ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 2017 წელს მიკელმა კარიერა ჩინურ "ტედაში" გააგრძელა, თუმცა 31 წლის ფეხბურთელით ევროპული გუნდები ინტერესს კვლავ გამოთქვამდნენ. "მიკელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. იგი უდიდესი გამოცდილების მფლობელია და სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა," აღნიშნულია "მიდლბროს" განცხადებაში. ინგლისური კლუბი ამჟამად "ჩემპიონშიპში" ასპარეზობს და მე-5 პოზიციას იკავებს. მიკელს "ჩელსის" შემადგენლობაში თითქმის 400 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ პერიოდში მან ჩემპიონთა ლიგისა და 2 პრემიერლიგის თასის მოგება შეძლო.

 

სხვა სტატიები